saqarTvelos mwvervalebi - Sxara
შხარა - ცხრათავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, ბეზენგის კედელზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია. მწვერვალ იალბუზიდან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.